Accessibility links

logo-print

პაკისტანი და ჩინეთი ატარებენ წვრთნებს ტერორიზმთან საბრძოლველად


პაკისტანელი სამხედროების ცნობით, ჩინელი და პაკისტანელი ჯარისკაცები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ ტერორიზმთან ბრძოლის უნარის გასაუმჯობესებლად. 15 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდკვირიანი წვრთნები პენჯაბის რეგიონში ტარდება და პაკისტანის არმიის სარდალი, გენერალი რაჰილ შარიფი და ჩინეთის არმიის სარდლობის წევრი, გენერალი ლი ფაი ესწრებიან სამხედრო სწავლების დასკვნით ეტანს. როგორც იუწყებიან, გენერალმა შარიფმა პირობა დადო, რომ პაკისტანი და ჩინეთი განაგრძობენ მუშაობას ტერორიზმის „ყველა ფორმისა და გამოვლინების“ გასანადგურებლად.

XS
SM
MD
LG