Accessibility links

logo-print

გადაიდო უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადადო თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება. მიზეზად სახელდება ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადას შეეხება, 15 სექტემბერს 17 საათზე უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ ერთი საათის დაგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდნენ. დავა შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული აღმკვეთი ღონსიძიების გამოყენების ფორმას პატიმრობაში მყოფი პირისთვის. ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით ამჟამად პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ეტაპზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „მახინჯი პრაქტიკა“ უწოდა გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე პირის ცხრა თვეზე მეტხანს პატიმრობაში ყოფნას.

XS
SM
MD
LG