Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთში ხუთი ადამიანი დაშავდა სარკინიგზო ავარიის შედეგად


ფოთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლისა და თბომავალის შეჯახების შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფოთის რკინიგზის სადგურში 15 სექტემბრის საღამოს შეეჯახნენ ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი "თბილისი-ფოთი" და თბომავალი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG