Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდეტის საიტზე გამოქვეყნდა პეტიცია მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით


უკრაინის პრეზიდეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია პეტიცია ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით. პეტიციის ავტორები ირწმუნებიან, რომ სამთვიანი მუშაობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილმა არცერთი დაპირება არ შეასრულა: „ოდესის მცხოვრებლებმა ვერ დაინახეს რეალური რეფორმები - სააკაშვილის ყველა რეფორმა მხოლოდ სიტყვებად რჩება. ის კორუფციას მხოლოდ ტელევიზიებისათვის მიცემულ ინტერვიუებში ებრძვის“, - ნათქვამია პეტიციაში. გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ გუბერნატორის დაპირების მიუხედავად, რეგიონში მოეზიდა ინვესტორები, არცერთი ინვესტორი ოლქში არ გამოჩენილა. ამ დროისათვის პეტიციაზე ხელმოწერა 60-მდე ადამიანს აქვს დატოვებული. იმისათვის, რომ ელექტრონულმა პეტიციამ განხილვის კონდიციას მიაღწიოს, გამოქვეყნებიდან სამი თვის თავზე, 25 ათასზე მეტი ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.

XS
SM
MD
LG