Accessibility links

logo-print

მარკ ცუკერბერგი: კომპანიაში მიმდინარეობს მუშაობა ღილაკზე „არ მომწონს“


მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელის, ფეისბუკის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანიაში მიმდინარეობს მუშაობა ღილაკზე „არ მომწონს“. „ხალხი ამ ღილაკის დამატებას რამდენიმე წლის მანძილზე ითხოვდნენ. ჩვენ ბოლოს და ბოლოს გავიზიარეთ მათი სურვილი“, - ცუკერბერგის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგი ავრცელებს. ამას გარდა, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ არ სურს ფეისბუკი გადააქციოს ფორუმად, სადაც ხალხი ხმის მიცემის შედეგად პოსტების პოპულარობას განსაზღვრავს. მისი თქმით, ახალი ღილაკი ადამიანების თანაგრძნობის გამომხატველი იქნება: „ჩვენს ცხოვრებაში ყველა მომენტი არ არის კარგი. თუკი თქვენ ხალხს რაიმე სევდიან ამბავს უზიარებთ, მაგალითად ლტოლვილების კრიზისის შესახებ წერთ, ან გარდაიცვალა ოჯახის წევრი, ხალხი ასეთ პოსტებს ვერ მოიწონებს. მე ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ“, - ასე ხსნის მარკ ცუკერბერგი ახალი ღილაკის - „არ მომწონს“ - მნიშვნელობას.

XS
SM
MD
LG