Accessibility links

მიგრანტებთან დაკავშირებით შესაძლოა დაინიშნოს ევროკავშირის სამიტი


მიგრანტებთან დაკავშირებით შესაძლოა დაინიშნოს ევროკავშირის სამიტი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. 22 სექტემბერს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მაინც ვერ შეთანხმდნენ დევნილების მიღების კვოტებზე. გარდა ამისა, ევროკავშირის ევროსაბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ლიდერებთან იმისთვის, რომ შს მინისტრების შეხვედრა შეაჯამონ და გადაწყვიტონ, დაინიშნოს თუ არა ევროკავშირის ქვეყნების მეთაურთა სამიტი მიგრაციის საკითხებზე.

XS
SM
MD
LG