Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ ასადი არ ასრულებს როლს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში


ვაშინგტონი რუსეთს აფრთხილებს, რომ სირიის ლიდერს, ბაშარ ალ ასადს არანაირი როლი არ აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში. ამ გაფრთხილების ფონია კრემლის განახლებული ინიციატივა სირიის ლიდერის რეაბილიტაციის მიზნით. სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 15 სექტემბერს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია და კვლავ თვლის, რომ სირიის პრეზიდენტი უნდა გადადგეს, რათა სხვა პარტიებმა შესძლონ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით. კერის სატელეფონო ზარი განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ასადისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. პუტინმა დანარჩენ მსოფლიოსაც მოუწოდა კოალიციის სახით შეუერთდეს ასადის მთავრობას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ამავე დროს, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გადასცეს ინტერვიუ ასადთან, რომელშიც ის ლაპარაკობს ურთიერთობის გაუმჯობესების საჭიროებაზე დასავლეთთან და სირიელ მეამბოხე ჯგუფებთან, რათა ერთად იბრძოლონ „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა, CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად საჯაროდ დეკლარირებული პოზიციისა, აშშ-ს აღარ სურს ასადის მთავრობის დამხობა. „აშშ-ის მთავრობის შეშფოთების ერთ-ერთი სერიოზული საგანია ასადის რეჟიმის დამხობის პერსპექტივა, რა შემთხვევაშიც დამასკს „ისლამური სახელმწიფო“ დაეპატრონება და ამაში აშშ-ს დაადანაშაულებენო“, განაცხადა ჩურკინმა.

XS
SM
MD
LG