Accessibility links

სერბიაში მყოფი ლტოლვილები ხორვატიისკენ იღებენ გეზს


სერბიაში მყოფი ლტოლვილები, რომლებსაც დასავლეთ ევროპაში სურთ ჩასვლა, ხორვატიისკენ იღებენ გეზს, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა თავისი საზღვარი ჩაკეტა. სერბიის მედიის ცნობით, 16 სექტემბერს ლტოლვილებით სავსე სულ მცირე 10 ავტობუსი ჩავიდა სერბიის მაკედონიასთან სამხრეთის საზღვრიდან დასავლეთის ქალაქ სიდში, რომელიც ხორვატიის საზღვართან მდებარეობს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ოპერატორი იუწყება, რომ ნახა სულ მცირე 100 მიგრანტი, რომლებიც ევროკავშირის წევრ ხორვატიაში ფეხით შევიდნენ, სიმინდის ყანების გავლით. ხორვატიის პოლიციამ დააკავა და რეგისტრაციის მიზნით წაიყვანა მიგრანტთა პირველი ჯგუფი. 15 სექტემბერს უნგრეთმა მავთულხლართებით ჩაკეტა სერბიასთან საზღვარი და დაიწყო იმ მიგრანტების დაკავება, რომლებიც უნგრეთში დასავლეთ ევროპაში შეღწევის მიზნით ჩავიდნენ.„ამნესტი ინტერნეიშენალი“, ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ჯგუფი, „შოკისმომგვრელს“ უწოდებს უნგრეთის მიერ „სამხედრო ძალის დამთრგუნველ დემონსტრირებას“. მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი იცავს ამ ზომებს და აცხადებს, რომ ის ქრისტიანული ევროპის დასაცავად მოქმედებს - რომელსაც, მისი აზრით, კონტინენტზე მუსლიმთა ნაკადი უქმნის საფრთხეს. 2015 წლის დაწყების შემდეგ ევროკავშირში 500,000-ზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი შევიდა - მათი უმრავლესობა გამოექცა ომებს სირიაში, ერაყსა და ავღანეთში.

XS
SM
MD
LG