Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში შეტაკებებს ემსხვერპლა სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი


ტაჯიკეთიდან ვრცელდება ცნობები შეტაკებების შესახებ მთავრობის ძალებს და იმ მებრძოლებს შორის, რომლებიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ერთგულნი არიან. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ედება დუშანბეში ახლახან მოწყობილ თავდასხმებში. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, დუშანბედან აღმოსავლეთით მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლა სპეცდანიშნულების რაზმის, „ალფას“ ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი რუსტამ ამაკიევი. სპეცდანიშნულების ძალების კიდევ ერთი წევრი დაიღუპა სროლაში, რომელიც 15 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. რადიო თავისუფლება ავრცელებს ტაჯიკეთის ოფიციალური პირების სიტყვებს, რომ ოპერაციისას მოკლეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, აბდუჰამიმ ნაზარზოდას ერთგული 20 მეომარი, დააკავეს 100-მდე პირი. ტაჯიკეთის ოფიციალური პირები ნაზარზოდას და მის მომხრეებს სდებენ ბრალს 4 სექტემბერს პოლიციის სადგურზე და იარაღის საწყობზე მიტანილ იერიშებში, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის 9 პოლიციელი და 17 სავარაუდო ექსტრემისტი. ძალადობამ გააღვივა შიში ტაჯიკეთში მღელვარების დაწყებაზე. დუშანბეში 15 სექტემბერს ჩატარებულ უსაფრთხოების სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ტაჯიკეთს შეუძლია ჰქონდეს რუსეთის „დახმარების და მხარდაჭერის“ იმედი საიმისოდ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოსო.

XS
SM
MD
LG