Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო უკრაინას მოუწოდებს გიორგი ღონღაძის მკვლელობის სრულად გამოძიებისაკენ


ეუთო უკრაინას მოუწოდებს გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობის სრულად გამოძიებისაკენ. ამ მოწოდებით გამოვიდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, დუნია მიატოვიჩი ღონღაძის გაუჩინარების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით. ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. იმავე წლის ნოემბერში კიევთან ტყეში იპოვეს მისი თავმოკვეთილი გვამი. მიატოვიჩის აზრით, ღონღაძის მკვლელობა კვლავაც დამთრგუნველად მოქმედებს უკრაინაში გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიაზე. ეუთოს წარმომადგენლის შეშფოთებას იწვევს აგრეთვე არასაკმარისი პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს სეპარატისტებთან ბრძოლის დაწყების შემდეგ, სულ ცოტა, ცხრა ჟურნალისტის მკვლელობებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმების გამოძიების კუთხით.

XS
SM
MD
LG