Accessibility links

logo-print

აშშ: რუსეთს სურს მოლაპარაკება სირიაში სამხედრო ძალების გაგზავნასთან დაკავშირებით


რუსეთმა აშშ-ს შესთავაზა პირდაპირი მოლაპარაკება სამხედრო თემაზე სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების გაგზავნით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 16 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მოსკოვს სურს მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ როგორ იქნეს თავიდან აცილებული პოტენციური საფრთხე, გამოწვეული სირიაში რუსეთის მზარდი სამხედრო კონტინგენტით. აშშ-ის დაზვერვისა და მედიის ცნობით, რუსეთს, როგორც ჩანს, მძიმე იარაღი, ტანკები და სამხედრო-საზღვაო ძალების წევრები ჩაჰყავს სირიაში, ლატაკიის საჰაერო ბაზაზე, რაც ვაშინგტონის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 15 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუს სამხედროებსა და აღჭურვილობას ჰუმანიტარული მისია აკისრიათ. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ სამხედრო აღჭურვილობას უგზავნიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს „ტერორისტებთან“ ბრძოლაში დასახმარებლად. ჯერ უცნობია, დათანხმდა თუ არა აშშ რუსეთის წინადადებას სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკების შესახებ.

XS
SM
MD
LG