Accessibility links

logo-print

უნგრეთის პოლიციამ მიგრანტების მიმართ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი


უნგრეთის სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს სერბია-უნგრეთის საზღვარზე მიგრანტების უკუსაგდებად. ასეულობით ადამიანი შეჯგუფდა სერბიის ქალაქ ჰორგოშთან მდებარე სასაზღვო-გამშვებ პუნქტთან. ისინი საზღვრის მეორე მხარეს მყოფი სამართალდამცავების პირისპირ აღმოჩდნენ. ზოგიერთმა მიგრანტმა პოლიციელთა მიმართულებით ისროლა ქვები, წყლის ბოთლები და ჯოხები. მიგრანტების დიდ ნაწილს გერმანიაში ჩაღწევა სურს. ათეულობით ათასი მიგრანტი შევიდა უნგრეთში შენგენის ზონაში შესაღწევად. სამშაბათს უნგრეთის ხელისუფლებამ სერბიასთან საზღვარი დაკეტა და უკანონოდ გამოაცხადა საზღვრის გადაკვეთა. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, უნგრეთის სასამართლოები შეუდგნენ დაპატიმრებული მიგრანტების საქმეთა სწრაფი წესით განხილვას. სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა მის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება.

XS
SM
MD
LG