Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრები აპირებენ ყირიმში იმპორტის დაბლოკვას


ყირიმელი თათრები აპირებენ უკრაინიდან სურსათის და სხვა ნაწარმის იმპორტის დაბლოკვას ყირიმში, რომლის ანექსიაც შარშან მოახდინა რუსეთმა. ყირიმელი თათრების თვითმმართველობის ორგანოს, მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვმა, რომელიც ამავე დროს უკრაინის პარლამენტის წევრია, 16 სექტემბერს განაცხადა, რომ „გრძელვადიანი ბლოკადა“ 20 სექტემბერს ამოქმედდება. ჩუბაროვის განმარტებით, ყირიმში არ შეუშვებენ სურსათით და სხვა ნაწარმით დატვირთულ ტრაილერებს. ბლოკადას, რომელიც სამ ავტომაგისტრალზე დაწესდება, კოორდინირებას გაუწევენ უკრაინის ქალაქ ჩონგარიდან, რომელიც ყირიმის მახლობლად მდებარეობს.

XS
SM
MD
LG