Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია კატეგორიულად არ ეთანხმება გიგი უგულავას დაცვის მხარის შეფასებას


თბილისის ყოფილი მერის დაცვის მხარის შეფასებას, რომ პატიმრობიდან გიგი უგულავას გათავისუფლებას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება, კატეგორიულად არ ეთანხმება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს გააუქმა ნაციონალური მოძრაობის მიერ 2010 წლის სექტემბერში მიღებული ნორმა, რის შემდეგაც იწყება პროცედურები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ეკა ბესელიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის თანახმად, ნორმის გაუქმება არ იწვევს ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას და მოქმედება ხდება საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ეკა ბესელიას თქმით, პატიმრობის კოდექსი ასევე მიუთითებს, რომ პირის გათავისუფლების საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. „ანუ, ავტომატურ რეჟიმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება რომელიმე პირის გათავისუფლების საფუძველი, თუ მას არ მოჰყვება საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ

XS
SM
MD
LG