Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეს ნაპირებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ჩილეს ნაპირებთან მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი. მიწისძვრის გამო გავრცელდა შეტყობინება პერუსა და ჩილეში, ისევე როგორც შორეულ ჰავაიზე, კალიფორნიასა და ახალ ზელანდიაში ცუნამის საფრთხის შესახებ. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 8,3-ს შეადგენდა. ჩილეს სანაპირო ზოლში რამდენიმე დასახლება დაიტბორა, ევაკუირებულ იქნა მილიონამდე ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ კონტინენტის მეორე მხარეს, არგენტინის დედაქალაქშიც კი იგრძნობოდა.

XS
SM
MD
LG