Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლო შეუდგა გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხის განხილავს


თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო მსჯელობა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომლითაც დაცვის მხარე ითხოვს უგულავას გათავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე . ადვოკატებმა 17 სექტემბერს მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობის განხილვის მოთხოვნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას ეხებოდა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, გიგი უგულავა კი უკვე 14 თვეზე მეტია, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასთან ერთად მიიყვანეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილიც. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ვანო მერაბიშვილი ბრალდებულია 7 ნოემბრის საქმეზეც, ხოლო გიგი უგულვას ხელახალი 9-თვიანი პატიმრობა სწორედ ამ საქმეზე აქვს შეფარდებული.

XS
SM
MD
LG