Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრემიერი აკრიტიკებს პროკურორს, რომელმაც კორუფციის ბრალდებები წაუყენა


რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა აკრიტიკებს პროკურორს, რომელმაც მას კორუფციის ბრალდებები წაუყენა. პონტამ მას უწოდა „არაპროფესიონალი“, რომელიც თავის კარიერაზე ზრუნავს 10 წლის წინანდელი „გამოგონილი“ დარღვევების „შეთხზვით“. პონტას არ უთქვამს, რომელ პროკურორს გულისხმობს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრისათვის ბრალდებების წაყენებას მისი გადადგომის მოთხოვნაც მოჰყვა, მაგრამ პონტა უარს აცხადებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩება 2016 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. პროკურორები აცხადებენ, რომ პონტამ გააყალბა ხარჯების შესახებ განაცხადები, რომლებიც ეხება 45 ათასამდე დოლარის შესატყვის თანხას. კორუფციის ბრალდება წაუყენეს მის პოლიტიკურ მოკავშირე დან სოვასაც. პროკურორების ინფორმაციით, პონტა მხოლოდ გაფორმებული იყო დან სოვას საადვოკატო კომპანიის თანამშრომლად, მისგან ფულის ასაღებად.

XS
SM
MD
LG