Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის ისლამური პარტიის ლიდერი უარყოფს ბრალდებას ამბოხების შესახებ


ტაჯიკეთში აკრძალული ისლამური პოლიტიკური პარტიის ლიდერი მუჰიდინ კაბირი უარყოფს ოფიციალური პირების ბრალდებას, რომ გასულ კვირაში მისი დავალებით აჯანყდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. „ისლამური აღორძინების პარტიის“ თავმჯდომარემ, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გადაჭრით უარყოფს ყველა ბრალდებას, რადგან მას და მის პარტიას არაფერი აქვთ საერთო ტაჯიკეთში მომხდარ მოვლენებთან. 17 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ტაჯიკეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე აბდუჰალიმ ნაზარზოდა, რომელიც მიმდინარე კვირაში მოკლეს სპეცოპერაციის მსვლელობაში მას შემდეგ, რაც ბრალად დასდეს თავდასხმა პოლიციის განყოფილებასა და იარაღის საცავზე, მოქმედებდა კაბირისა და მისი პარტიის დავალებით.

XS
SM
MD
LG