Accessibility links

logo-print

ფიფას გენერალური მდივანი თანამდებობიდან გადააყენეს


ხუთშაბათს, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ფრანცუზ ჟერომ ვალკე გადაყენებულია თანამდებობიდან გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში. ამ დროისათვის იკვლევენ იმ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, ვალკე შესაძლოა მონაწილეობას იღებდა ბრაზილიაში 2014 წელს ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისას ბილეთების გაყიდვის არალეგალური სქემის განხორციელებაში. ვაკლე ფიფაში გენერალური მდივნის პოსტს რვა წლის მანძილზე იკავებდა. ვალკეს ადვოკატის ბარი ბერკეს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვალკე ერთმნიშვნელოვნად უარყოფს მის მიმართ წაყენებულ შეთითხნილი და აღმაშფოთებელ ბრალდებებს“. ბრალდებები ვალკეს წინააღმდეგ წამოაყენა ბენი ალონმა. ის მფლობელია კომპანიისა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე ბილეთების გაყიდვას უზრუნველყოფს.

XS
SM
MD
LG