Accessibility links

logo-print

სლოვენიის პოლიციამ საზღვარზე გააჩერა მიგრანტებით სავსე მატარებელი


სლოვენიის პოლიციამ ხორვატიის საზღვარზე გააჩერა 200 მიგრანტით სავსე მატარებელი. ლტოლვილებს, სავარაუდოდ, ისევ ხორვატიაში დააბრუნებენ. სააგენტო როიტერი სლოვენიის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სამგზავრო მატარებლების მთავარ ხაზზე, რომელიც სლოვენიას ხორვატიასთან აკავშირებს, მოძრაობა შეფერხებული იყო. ერთი დღით ადრე, უნგრეთ-სერბეთის საზღვარზე მოხდა შეტაკება პოლიციასა და მიგრანტებს შორის. უნგრეთის პოლიციამ ლტოლვილების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

XS
SM
MD
LG