Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიამ გადაკეტა სერბიასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო გადასასვლელი


მიგრანტების მზარდი ნაკადის გამო ხორვატიის პოლიციამ გადაკეტა სერბიასთან დამაკავშირებელი რვა სასაზღვრო გადასასვლელიდან შვიდი გადასასვლელი. რამდენიმე ხნით ადრე ხორვატიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვეღარ მიიღებს მიგრანტებს, რომლებიც ხორვატიის გავლით დასავლეთ ევროპაში ცდილობენ მოხვედრას. 23 სექტემბერს დანიშნულია ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომლის მთავარი თემაც იქნება მიგრანტების საკითხი.

XS
SM
MD
LG