Accessibility links

logo-print

თალიბებმა მეჩეთში 16 ადამიანი მოკლეს


პაკისტანის არმიის ცნობით, თალიბებმა 16 ადამიანი მოკლეს მეჩეთში ლოცვის დროს. ცნობით, შეირაღებული პირები შეიჭრნენ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში და ცეცხლი გახსნეს. ინციდენტი ქალაქ ფეშავართან მოხდა. არმიის წარმომადგენლის თანახმად, თავდასხმა მოიგერიეს, მაგრამ სროლის დროს მოკლეს ასევე სამი ჯარისკაცი და ერთი ოფიცერი. ბრძოლისას 13 თალიბი გაანადგურეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის თალიბანმა იკისრა. მოგვიანებით პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში5 სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა იერიში მიიტანა ერთ-ერთ სახლზე. იერიშის შედეგად სამი მეამბოხე დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG