Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი პოლონეთს დაემუქრა მეორე მსოფლიო ომის მონუმენტის აღების გამო


რუსეთი დაემუქრა პოლონეთს „მეტად სერიოზული შედეგებით“ მას მერე, რაც პოლონეთში დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა გენერლის ძეგლის აღება. გენერალი ივან ჩერნიახოვსკი პოლონეთში, სოფელ პიენიეზნოში დაიჭრა და დაიღუპა 1945 წელს. ის რუსეთში ეროვნული გმირია, პოლონეთში კი ამ ქვეყნისთვის კომუნისტურ სისტემის თავზე მოხვევის სიმბოლო. რუსეთის საელჩომ ვარშავაში გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა პოლონეთი, რომ ასეთი მონუმენტების აღება, არ შეიძლება დარჩეს „მეტად სერიოზული შედეგების“ გარეშე.

XS
SM
MD
LG