Accessibility links

logo-print

საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას ელოდებიან


საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარებას ველოდებით, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განმარტებით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მიმდინარე ეტაპზე და წლის ბოლოსთვის ეროვნულ ვალუტაზე 100-180 მილიონი ამერიკული დოლარით ნაკლები ზეწოლა იქნება. "ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები და ეროვნული ბანკი სინქრონულად მუშაობენ იმისათვის, რომ ბაზარზე არასწორად ჩამოყალიბებული მოლოდინი შემოვატრიალოთ და მივმართოთ ქვეყანაში რეალურად არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციებისკენ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს, 18 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 44 თეთრი ღირს.

XS
SM
MD
LG