Accessibility links

სასამართლოში განახლდა გიგი უგულავას პროცესი


თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ტელეკომპანია „იმედის“ და რიყის ტერიტორიის უკანონოდ გასხვისების ბრალდებით, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. სასამართლოს დღევანდელი სხდომა მთლიანად ეთმობა უგულავას დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას. 17 სექტემბერს ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიამ გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელზე, რომელიც პატიმრობის 9 თვიან ვადას შეეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ უგულავას მიერ გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციითაანებადართული, რაც ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციით დაცულ უფლებას.

XS
SM
MD
LG