Accessibility links

სომეხი ოპოზიციონერი აქტივისტი აზერბაიჯანში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


აზერბაიჯანში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ვაჰან მარტიროსიანმა, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, საშინაო ეროვნული განთავისუფლების მოძრაობის ხელმძღვანელმა. ვაჰან მარტიროსიანმა ბაქოში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ბაქოში. მან გააკრიტიკა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის პოლიტიკა, მას უწოდა „ანტისომხური“ და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მედიაა ერთადერთი წყარო, რომელიც სანდო ინფორმაციას იძლევა სომხეთის დღევანდელი ვითარების შესახებ. მარტიროსიანის მტკიცებით, მას სომხეთის ხელისუფლება სდევნის მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ამიტომ გადაწყვიტა მან აზერბაიჯანში გაქცეულიყო ცოლსა და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ის ბაქოში საქართველოს გზით ჩავიდა.

XS
SM
MD
LG