Accessibility links

logo-print

საქართველოს დღეები ლონდონში


რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმართება, ლონდონში საქართველოს კულტურის დღეების გახსნაც დაამთხვიეს . ლონდონ ბრიჯზე, საუთვარკის ტაძრის წინ სპეციალურ კარვებში საქართველოს შესახებ ტურისტული და შემეცნებითი წიგნები და ბროშურები რიგდება. საქართველოს კულტურის დღეების პროგრამაში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, ქართული სამზარეულოს პრეზენტაციის გარდა, ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილი რამიშვილის“ და ანსამბლ "შვიდკაცას" გამოსვლები შედის. ლონდონში საქართველოს დღეების ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა. ბრიტანეთში ასეთი ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და საქართველოდან მოწვეული ანსამბლების მეშვეობით ორგანიზაცია ქართული კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა.

XS
SM
MD
LG