Accessibility links

logo-print

ბალკანეთის ქვეყნები მიმართავენ ზომებს მიგრანტების ნაკადთან გასამკლავებლად.


ბალკანეთის ქვეყნები მიმართავენ ზომებს მიგრანტების ნაკადისთვის თავის გასართმევად. ევროკავშირის წევრი ხორვატია აცხადებს, რომ უჭირს მის ტერიტორიაზე შესულ მრავალრიცხოვან მიგრანტებთან დაკავშირებულ ამოცანებთან გამკლავება და გამოდის წინადადებით, ისინი გააგზავნოს უნგრეთისაკენ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა კედელი აღმართა სამხრეთში თავის საზღვრის გასწვრივ, მიგრანტების შესაჩერებლად. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ზორან მილანოვიჩმა 18 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ხორვატია დაეხმარება მიგრანტებს „გზის გაგრძელებაში“. მისივე თქმით, ხორვატია მთლიანად არ ჩაკეტავს თავის საზღვრებს, მაგრამ ქვეყანამ უკვე მიაღწია თავისი შესაძლებლობების ზღვარს.

XS
SM
MD
LG