Accessibility links

logo-print

გიგი უგულავას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა „თბილსერვისის“ საქმეზე. ხოლო რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ის გამართლებულ იქნა, ისევე როგორც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი. გადაწყვეტილებები 18 სექტემბერს, თბილისის დროით, დაახლოებით, 22:30 საათზე გამოაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ. წინა დღეს, 17 სექტემბერს გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG