Accessibility links

logo-print

პაკისტანში თალიბების თავდასხმისას დაიღუპა, სულ ცოტა, 42 ადამიანი


პაკისტანელი სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, თალიბებმა 29 ადამიანი მოკლეს პაკისტანში სამხედრო-საჰაერო ბაზაზე თავდასხმისას. მათგან 16 კაცი მეჩეთში ლოცვისას დახოცეს. მოკლულია 13 თავდამსხმელიც, რის შედეგადაც დაღუპულების რიცხვი 42-მდე გაიზარდა. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ ფეშავართან მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა. ნათელი არ არის, რამდენი ექსტრემისტი მონაწილეობდა ოპერაციაში და შეძლო თუ არა ნაწილმა გაქცევა. ამ თავდასხმიდან ცოტა ხნის შემდეგ უპილოტო თვითმფრინავმა დაბომბა შენობა პაკისტანშივე, სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში. დაიღუპა, სულ ცოტა, სამი და დაიჭრა ხუთი ექსტრემისტი. პაკისტანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის არ არის ცნობილი, საჰაერო დარტყმა აშშ-ის კუთვნილმა უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს, თუ პაკისტანის საფრენმა აპარატებმა.

XS
SM
MD
LG