Accessibility links

logo-print

პაკისტანის არმიამ საჰაერო იერიშები მიიტანა თალიბანის ობიექტებზე


პაკისტანის არმიამ საჰაერო თავდასხმები განხორციელდა თალიბანის პოზიციებზე ავღანეთთან საზღვრის რეგიონში. ოპერაცია ჩატარდა პარასკევს თალიბანის მიერ განხორცილებული ქმედების საპასუხოდ, როცა სამხედრო ბაზაზე 29 ადამიანი იქნა მოკლული თალიბების მიერ. პაკისტანის ოფიციალური პირის თანახმად, 19 სექტემბერს ტირაჰის ხეობაში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, 16 სავარაუდო მეამბოხე მოკლეს. თალიბანმა თავდასხმა პარასკევს განახორციელა ბადაბერის ავიაბაზაზე და სხვათა შორის 16 მლოცველი დახოცა ადგილობრივ მეჩეთში. ეს იყო უმსხვილესი თავდასხმა პაკისტანის სამხედრო ობიექტზე და სავარაუდოდ ავღანეთთან კიდევ ურო დაძაბავს ურთიერობას. პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ დაზვერვის თანახმად, პაკისტანელ თალიბებს წარმართავდნენ ავღანეთიდან.

XS
SM
MD
LG