Accessibility links

logo-print

უნგრეთის მიერ განდევნილი ლტოლვილები ავსტრიაში ჩავიდნენ


ათასობით მიგრანტი, რომლებმაც სამხრეთ ევროპაში ჩააღწიეს და შემდგომ უნგრეთმა თავის საზღვართან მიიყვანა, ავსტრიაში ჩავიდა. ავსტრიის პოლიციის თანახმად, 6 700 პირი ჩავიდა ამ ქვეყანაში უნგრეთიდან ბოლო დღეს. შუა ევროპას, ამ ეტაპზე ათწლეულების განმავლობაში ლტოლვითა უდიდესი ტალღა მოაწყდა. ათასობით მიგრანტი, რომლებსაც აკლიათ სურსათი და წყალი, გამოკეტილი იყვნენ სამხრეთ ევროპაში, ხშირად დღეების განმავლობაში, მას მერე, რაც არაერთმა ქვეყნამ მათ დასავლეთისკენ გზა გადაუკეტა. მათი ნაკადი თავიდან შეაჩერა უნგრეთმა, როცა გადაკეტა საზღვარი სერბიასთან. ამას მოჰყვა სამი დღის განმავლობაში 15 ათასი ლტოლვილის ჩასვლა ხორვატიაში. ზაგრები ვერ დაძლია პრობლემა და მიგრანტები მიიყვანა უნგრეთის საზღვართან. საპასუხოდ, უნგრეთმა ისინი ავსტრიის საზღვართან გადაიყვანა.სლოვენიამ თავისი საზღვრები დაკეტა და 18 სექტემბერს წიწაკის გაზი გამოიყენა ლტოლვითა წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG