Accessibility links

ტაჯიკეთის ისლამიური პარტიის თავი უარყოფს ბრალდებებს


ტაჯიკეთის მთავრობის მიერ ახლახან აკრძალული ისლამური პარტიის ემიგრაციაში მყოფმა ლიდერმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება, თითქოს სისხლიანი ამბოხების უკან ის იდგა, არ არის სიმართლე. ისლამური აღორძინების პარტიიის ლიდერმა, მუჰიდინ ქაბირიმ, რადიო თავისუფლებას მოსწერა, სრულიად უარვყოფ ბრალდებებს, არც მე არც ჩემს პარტიას არაფერი გვაქვს საერთო ამ მოვლენებთანო. 17 სექტემბერს გამოაცხადა ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურატურამ, რომ მინისტრის მოადგილე, აბდულჰალიმ ნაზარზოდა, რომელიც სპეცოპერაცისას მოკლეს მას შემდეგ, რაც მას ბრალად დასდეს პოლიციაზე და ირაღის საწყობზე თავდასხმა, ქაბირის მითითებებით მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG