Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: ასადი უნდა წავიდეს, ვადებზე მოვილაპარაკოთ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი უნდა წავიდეს, თუმცა ვადებზე მოლაპარაკებაა საჭიროო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფილიპ ჰელმონდთან 19 სექტემბერს გამართული საუბრის შემდეგ, ჯონ კერიმ მოუწოდა ირანს და რუსეთს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა და დაიყოლიონ ასადი მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, საჭიროა სწრაფად განახლდეს ძალისხმევა, რათა დასრულდეს ოთხწლიანი ომი და გაუარესებული კრიზისი ლტოლვილების გამო. სირიაში მეამბოხეთა გავლენიანმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ რაკეტები ესროლა აეროპორტს, რომელსაც რუსეთის ჯარი იყენებს. 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, "ისლამური არმია" აფრთხილებს რუსეთს, რომ სირიაში მშვიდობით ვერ დატკბება. ამ კვირის დასაწყისში თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოებით დადგინდა, რომ სირიაში რუსეთის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა ჩავიდა სსაჰაერო ბაზაზე, ლატაკიის პროვინციაში. ცნობა, აშშ-ის, ისრაელის და სხვა ოფიციალური პირების მიერ იქნა დასადტურებული.

XS
SM
MD
LG