Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა ღაზის სექტორზე


ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა ღაზის სექტორზე, 19 სექტემბერს. თავდასხმა მოჰყვა პალესტინელი მეამბოხეების მიერ ისრაელის სამხრეთის მიმართულებით რაკეტების გატყორცნას. ისრაელის ავიაციის სამიზნე იყო ორი საწვრთნელი ბანაკი, რომლებიც ჰამასის ისლამურ გაერთიანებას ეკუთვნის. მსხვერპლზე ცნობები არ გავრცელებულა. 18 სექტემბერს ისრაელის მიმართულებით ნატყორცნი რაკეტებიდან ერთმა დააზიანა ავტობუსი სასაზღვრო ქალაქ სდეროტში, ხოლო მეორის გადატაცება მოახერხა ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ.

XS
SM
MD
LG