Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა ტონგის ნაკრები დაამარცხა


ბრიტანეთში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გუშინ დაწყებულ ფინალურ ტურნირზე თავის, C ჯგუფში, საქართველოს ნაკრები ეთამაშა ტონგის გუნდს. ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“, "ისტორიული" გამარჯვება მოიპოვეს ინგლისის ქალაქ გლოსტერში და სძლიეს მეტოქეს, „ზღვის არწივებს“, ანგარიშით, 17:10. C ჯგუფში შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები გამართავს 25 სექტემბერს არგენტინის გუნდთან.

XS
SM
MD
LG