Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: ასადი უნდა წავიდეს, ვადებზე მოვილაპარაკოთ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია სირიაში რუსეთის მიერ საბრძოლო თვითმფრინავების განთავსების გამო. კერიმ თქვა, რომ შეშფოთებას იწვევს და შეკითხვებს აჩენს ფაქტი, რომ სირიაში რუსეთმა საბრძოლო ტაქტიკური თვითმფრინავები განათავსა, მათ შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან აშშ-ის და მისი მოკავშირეების ძალებს, თქვა კერიმ, რომლის თანახმად, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს ის, რომ სირიაში განთავსდა თვითმფრინავები, რომლებსაც უნარი შესწევთ, „ჰაერი-ჰაერის“ კატეგორიის ბრძოლა აწარმოონ, და ხმელეთი ჰაერის ტიპის რაკეტები. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი უნდა წავიდეს, თუმცა მისი წასვლის ვადებზე მოლაპარაკებაა საჭიროო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფილიპ ჰელმონდთან 19 სექტემბერს გამართული საუბრის შემდეგ, კერიმ მოუწოდა ირანს და რუსეთს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა და დაიყოლიონ ასადი მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, საჭიროა სწრაფად განახლდეს ძალისხმევა, რათა დასრულდეს ოთხწლიანი ომი და გაუარესებული კრიზისი ლტოლვილების გამო.

სირიაში მეამბოხეთა გავლენიანმა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ რაკეტები ესროლა აეროპორტს, რომელსაც რუსეთის ჯარი იყენებს. 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ისლამური არმია აფრთხილებს რუსეთს, რომ სირიაში მშვიდობით ვერ დატკბება. ამ კვირის დასაწყისში თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოებით დადგინდა, რომ სირიაში რუსეთის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა ჩავიდა სირიის საჰაერო ბაზაზე, ლატაკიის პროვინციაში.

XS
SM
MD
LG