Accessibility links

logo-print

შაბათ-კვირას ათასობით ლტოლვილი ჩავიდა ავსტრიაში


კიდევ ათასობით ლტოლვილი ჩავიდა ავსტრიაში ავტობუსებითა და მატარებლებით. ავსტრიის პოლიციის თანახმად, ამ ქვეყანაში უნგრეთიდან 11 ათასი მიგრანტი ჩაიყვანეს 19 სექტემბერს, ხოლო 20-ში - ოთხი ათას შვიდასი. ავსტრიის „წითელი ჯვრის“ თანახმად, ორი ათასი მიგრანტი გერმანიაში გაამგზავრეს. ლტოლვილები და მიგრანტები რამდენიმე დღის განმავლობაში ჩარჩნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და შემდეგ დაიწყო მათი გადაყვანა ავსტრიაში მას მერე, რაც ისინი უნგრეთმა თავის საზღვრამდე მიაცილა. ათასობით მიგრანტი, რომლებსაც შუა ევროპისა და დასავლეთისკენ სურდათ გამგზავრება, შეყოვნდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან არაერთმა ქვეყანამ დაკეტა საზღვრები და მათ ხელი შეუშალა გამგზავრებაში. თავის საზღვარი პირველად უნგრეთმა დაკეტა სერბიასთან. ამას მოჰყვა მიგრანტთა დიდი ნაკადის ჩასვლა ხორვატიაში, რომელმაც პრობლემას თავი ვერ გაართვა და ლტოლვილები უნგრეთის საზღვართან მიიყვანა.

XS
SM
MD
LG