Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება


საბერძნეთში დღეს იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგების თანახმად ახალი მთავრობა შეიქმნება. ეს მეხუთე არჩევნებია ბოლო ექვს წელიწადში. ამ პერიოდში ქვეყანა მძიმე საფინანსო კრიზისში აღმოჩნდა. წინა საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში 25 იანვარს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია. მთავარი მეტოქეები არიან ულტრამემარცხენე სირიზა და ოპოზიციური „ახალი დემოკრატია“, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ვანგელის მეიმარაკისი თავმჯდომარეობს. 28 აგვიტოს საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპოლუსმა ხელი მოაწერა პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ბრძანებას, ხოლო 20 პოსტი დატოვა ულტრამემარცხენე სირიზის პარტიის ლიდერმა, ალექსის ციპრასმა.

XS
SM
MD
LG