Accessibility links

logo-print

ბელგრადში გეების მსვლელობას ასეულობით ადამიანი დაესწრო


სერბიის დედაქალაქ ბელგრადში ასეულობით ადამიანი დაესწრო გეების მსვლელობას, რომელსაც მეთვალყურეობას უწევდა ასეულობით პოლიციელი, რომლებსაც ახლდათ წყლის ზარბაზნებით აღჭურვილი დაჯავშნული ავტომანქანები. ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილი იყო. ულტრამემარჯვენე ჯგუფები გასულ წლებში იმუქრებოდნენ, რომ არ დაუშვებდნენ გეების მსვლელობებს, ამიტომ მთავრობა იძულებული იყო ხოლმე, მათ გამოსვლებისთვის ნებართვა არ გაეცა. ამჯერად მსვლელობა მშვიდობიანად ჩატარდა.

XS
SM
MD
LG