Accessibility links

ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი ირანში ჩავიდა


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ირანში ჩავიდა, რათა მაღალ დონეზე შეხვედრები გამართოს და ამით დააჩქაროს გამოძიება ბრალდებების გამო, რომ ირანი უწინ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა. იუკია ამანო შეხვდა ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებს. სხვათა შორის შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამადჯავად ზარიფი, მისი მოადგილე აბას არაყჩი და ირანის ელჩი სააგენტოში. ამანო მოელის, რომ შეძლებს დიდი ხნის წინ გადადებული საუბრები გამართოს ირანელ მკვლევრებთან, რომლებიც კავშირში უნდა იყვნენ სავარაუდო ცდებთან, რომლებიც შეიძლება ბირთვულ იარაღს უკავშირდებოდა. შეხვედრების თემაა ასევე ფარჩინის ობიექტის მონახულება. ირანი უარყოფს, რომ ბირთვულ იარაღზე მუშაობდა.

XS
SM
MD
LG