Accessibility links

logo-print

რომის პაპმა აშშ-ის და კუბის ურთიერთობაში დათბობა შეაქო


რომის პაპი ცხრა დღიან მოგზაურობაშია ჩრდილოეთ ამერიკაში. ფრანცისკემ, აშშ-ში ჩასვლამდე ვიზიტი გამართა კუბაზე, სადაც, ჰავანაში ჩაატარა ღვთისმსახურება, რომელსაც ათასობით კუბელი დაესწრო. პაპს მიესალმა კუბის პრეზიდენტი, რაულ კასტრო. პაპმა, რომელიც მონაწილეობდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებებში, შეაქო აშშ-ის და კუბის ურთიერთობაში დათბობა. ის სამი ღამით დარჩება კუბაში, შემდეგ კი ეწვევა აშშ-ს, სადაც, აპირებს მიმართოს კონგრესს და ასევე, გაეროს გენერალურ ასამბლეას. ფრანცისკე 11 სექტემბრის კატასტროფის ადგილას მრავალკონფესიურ ღვთისმსახურებას ჩაატარებს.

XS
SM
MD
LG