Accessibility links

logo-print

მოსკოვში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ოპოზიციის დემონსტრაციაში


მოსკოვის მარინოს რაიონში ათასობით ოპოზიციონერი აქტივისტი და მათი მომხრე მონაწილეობდა, როგორც ორგანიზატორებმა უწოდეს, „მიტინგში ხელისუფლების შესაცვლელად“. დემონსტრაცია, სხვადასხვა მონაცემებით, სამიდან შვიდი ათასამდე ადამიანის მონაწილეობით, მოეწყო რეგიონული არჩევნების წინ. მონაწილეები მოითხოვდნენ ცენზურის გაუქმებას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, არჩევნებზე ოპოზიციის დაშვებას, უკრაინის აღმოსავლეთში ომის შეწყვეტას და კორუფციასთან ბრძოლას. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით, „პუტინი მეფეა, ის ბიუროკრატია“, "კმარა ტყუილი და მოპარვა". თავიდან ოპოზიციას სურდა მოსკოვის ცენტრში აქციის გამართვა, მაგრამ მერიამ მას უარი უთხრა. ალექსეი ნავალნის მომხრეთა დემონსტრაციას მიემხრო საპროტესტო მოძრაობის კომიტეტი და სამოქალაქო ინიციატივა. პარტია „იაბლოკომ“ არ ისურვა მარინოს აქციაში ჩართვა. ის აპირებს საკუთარი პიკეტები მოაწყოს.

XS
SM
MD
LG