Accessibility links

logo-print

რომის პაპი ფიდელ კასტროს შეხვდა


რომის პაპი ფრანცისკე კუბაზე იმყოფება, სადაც 20 სექტემბერს შეხვდა კუბის ყოფილ პრეზიდენტ ფიდელ კასტროს. ვატიკანი შეხვედრას აღწერს, როგორც „მეგობრულსა და არაოფიციალურს“. კასტროს ჰავანის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა და ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა და კომუნისტმა ლიდერმა რელიგიის შესახებ წიგნები გაცვალეს. შეხვედრას კასტროს ოჯახის დაახლოებით 10 წევრი ესწრებოდა. ფიდელ კასტრო 89 წლის არის და იშვიათად ჩნდება საჯაროდ. შეხვედრაზე ფოტოები ფიდელ კასტროს შვილმა ალექსმა გადაიღო. ვატიკანისავე ინფორმაციით, ფიდელ კასტრომ და რომის პაპმა ილაპარაკეს კაცობრიობის საერთო პრობლემებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG