Accessibility links

logo-print

არჩევნებში გამარჯვებული "სირიზა" კოალიციას შექმნის


საბერძნეთში 20 სექტემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პარტია „სირიზამ“ და ხმების 35,47% მიიღო. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს გამოაცხადა არჩევნების წინასწარი შედეგები, რა დროსაც ხმების 99% იყო დათვლილი. ოფიციალური მონაცემებით, „სირიზას“ ექნება 145 ადგილი 300 მანდატიან პარლამენტში. კონსერვატიულ „ახალი დემოკრატიის“ პარტიას, რომელმაც 28% მიიღო, ექნება 75 მანდატი. ულტრამემარჯვენე პარტია „ოქროს განთიადს“ ეყოლება 18 დეპუტატი, კომუნისტებს კი 15 ადგილი აქვთ. საბერძნეთის პარლამენტში კიდევ სამი პარტია იქნება წარმოდგენილი. 20 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 55%-მა. „სირიზას“ ლიდერმა, საბერძნეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ პარლამენტში შექმნის კოალიციას მემარჯვენე „დამოუკიდებელ ბერძნებთან“ ერთად. ციპრასმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ მიიღო „მკაფიო მანდატი“, რომ საბერძნეთი რთულ გზაზეა და ფინანსური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ მძიმე შრომაშია.

XS
SM
MD
LG