Accessibility links

logo-print

ყირიმელმა თათრებმა გადაკეტეს ყირიმთან სახმელეთო მისასვლელი


რამდენიმე ასეულმა ყირიმელმა თათარმა გადაკეტა საავტომობილო გზები, რომლითაც ყირიმი უკრაინის დანარჩენ ნაწილს უკავშირდება და ამ გზით გამოხატა პროტესტი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიმართ. ყირიმელმა თათრებმა, რომლებსაც უკრაინის ულტრამემარჯვენე ჯგუფი „მემარჯვენე სექტორი“ უჭერს მხარს, განაცხადეს, რომ მათი მიზანია ხელი შეუშალონ რეგიონის მომარაგებას და გააპროტესტონ რუსეთის ხელისუფლების მიერ ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი: „ ჩვენი მიზანია ყირიმის ოკუპაციის დასრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა ყირიმელი თათრების ერთ-ერთმა ლიდერმა რაფატ ჩუბაროვმა.

XS
SM
MD
LG