Accessibility links

logo-print

ნეტანიაჰუ მოსკოვში შეხვდება პუტინს სირიის შესახებ სასაუბროდ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ დღეს მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების განთავსებაზე სასაუბროდ. მოსალოდნელია, რომ ნეტანიაჰუ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის სამხედროების ყოფნით სირიის სანაპირო სამხედრო ბაზაზე, ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის მახლობლად. გაზეთ „ჯერუსალემ პოსტის“ ინფორმაციით, ნეტანიაჰუსთან ერთად მოსკოვში მოელიან ისრაელის არმიის შტაბის უფროსს და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, რაც ხაზს უსვამს ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. გაზეთის ცნობით, ზოგადად, პრემიერ-მინისტრი იშვიათად მოგზაურობს სამხედრო სარდლების თანხლებით. როგორც იუწყებიან, ისრაელი შიშობს, რომ ისლამისტი მეამბოხეების ჯგუფებსა და სირიის ჯარებს შორის ბრძოლაში რუსეთის მონაწილეობას შესაძლოა მოჰყვეს ისრაელისა და რუსეთის სამხედრო ძალებს შორის შემთხვევით დაპირისპირება. ისრაელი საჰაერო რეიდებს ახორციელებს სირიაში ექსტრემისტების წინააღმდეგ და სურს იმის უზრუნველყოფა, რომ ლიბანში მოქმედი ისლამისტების გაერთიანება „ჰისბოლას“ არ მიეწოდება იარაღი რუსეთის მიერ სირიის იარაღით მომარაგებისას.

XS
SM
MD
LG