Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აკრიტიკებს რუსეთის პოზიციას სეპარატისტების არჩევნების საკითხში


გერმანიის მთავრობა აკრიტიკებს მოსკოვის პოზიციას უკრაინაში სეპარატისტების მიერ დანიშნული არჩევნების საკითხში. საქმე ეხება ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დანიშნეს კიევთან კონსულტაციის გარეშე. კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „დასანანია“, რომ მოსკოვს ჯერ არ გამოუხატვას უარყოფითი დამოკიდებულება სეპარატისტების გეგმის მიმართ. ხოლო გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ ბერლინი მოსკოვისაგან მოელის სეპარატისტებზე თავისი გავლენის გამოყენებას არჩევნების გასაუქმებლად. გერმანიიდან ეს გამოხმაურება მოჰყვა უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ლუგანსკის ოლქის თვითგამოცხადებული ლიდერის, იგორ პლოტნიცკის განცხადებას, რომ ადგილობრივი არჩევნები 1 ნოემბერს ჩატარდება. დასავლეთის სხვა ქვეყნების და უკრაინის ლიდერებიც აკრიტიკებენ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სეპარატისტი ლიდერების გეგმას, რომელიც ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG