Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის წარმომადგენლებმა გარემოს სინჯები აიღეს ფარჩინის ბირთვულ ობიექტზე


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, იუკია ამანო აცხადებს, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა გარემოს სინჯები აიღეს ირანში, ფარჩინის ბირთვულ ობიექტზე. ამანომ 21 სექტემბერს თეირანში განაცხადა, რომ სინჯების აღების პროცესში ირანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამანოს თქმით, ატომური ენერგეტიკის სააგენტომ „მნიშვნელოვან წინსვლას“ მიაღწია ირანის მიერ წარსულში მიღებული ზომების გამოძიების მხრივ. მან ატომური ენერგეტიკის სააგენტოს „სტანდარტების“ შესაბამისი უწოდა ირანის როლს ადგილზე ვითარების შესწავლაში და მტვრის სინჯების აღებაში. ხოლო ირანის ატომური სააგენტოს პრესმდივნის, ბეჰრუზ კამალვანდის განცხადებით, „ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ ობიექტზე“ გასულ კვირაში სინჯების აღების დროს. სინჯებს შეისწავლიან იმის დასადგენად, არის თუ არა მათში ბირთვული ელემენტები, რომლებიც მიუთითებდა ფარჩინში ექსპერიმენტების ჩატარებაზე. ამანო აცხადებს, რომ ფარჩინში დაათვალიერა შენობა, რომელიც, ზოგი ბრალდებით, აკრძალული ექსპერიმენტებისთვის იქნა გამოყენებული და ბოლოხანს გარემონტდა. მისი თქმით, შენობაში ჩატარებული „მასშტაბური სამუშაო“ სააგენტოს ართმევს შესაძლებლობას, ჩაატაროს სათანადო შესამოწმებელი სამუშაო.

XS
SM
MD
LG