Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლო: აკრძალულია მანიფესტაცია მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადება, რომლითაც ის მოსამართლეებს მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანების უფლებას, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, შესაძლოა აღქმულ იქნეს მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლებად და მის წახალისებად. საკონსტიტუციო სასამართლო ამ შეფასებას გამოთქვამს დღეს გავრცელებულ განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ "მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა წარმოადგენს სიხლის სამართლის დანაშაულს". საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა მოსამართლეების სახლებთან საპროტესტო აქციები გაიმართა მას შემდეგ, რაც სასამართლომ 16 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი.

XS
SM
MD
LG